ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია დაპირისპირების მიზეზი და არც გარდაცვლილს იცნობენ.
ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.










