საკრებულოს სხდომაზე ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი კვიცარიძე ინიციატივით გამოვიდა. საკრებულოს დეპუტატის აზრით, კარგი იქნება, თუ ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში განთავსებულ მონიტორებზე, მოძრავი სტრიქონის სახით, განთავსდება ინფორმაციები იმ მუნიციპალური პროგრამების შესახებ, რომელიც ქუთაისში ხორციელდება.
მისივე განმარტებით, ადგილობრივები არ არიან კარგად ინფორმირებულნი, იმ მიღწევებისა, თუ საქმიანობების შესახემ, რასაც ქუთაისის თვითმმართველობა ახორციელებს.










