თბილისში 1-5 ივლისის ჩათვლით პრაიდკვირეული იგეგმება , რომელიც 5-ში “ღირსების მარშით დასრულდება. პარალელურად აქციას აანონსებენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ლევან ვასაძისა და ფალავანდიშვილების მეთაურობით . ისინი არც ფიზიკურ დაპირისპირებას და ძალადობას გამორიცხავენ.
მეგა ტვ-იმ ქუთაისში მოქალაქეებს ჰკითხა რას ფიქრობენ ამ თემაზე. კამერასთან ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან უმეტესობა თავს იკავებს. ჩაწერილთა აზრი კი იყოფა. ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას ემხრობა, ნაწილიც არა. არიან ისეთებიც, ვინც რადიკალურია საკუთარ მოსაზრებებში , უმეტესობა კი უბრალოდ ნეიტრალურ პოზიციას ამჯობინებს.