ონისე მელქაძის იუმორზე სოციალურ ქსელში ბევრს საუბრობენ, ბევრმა იცის მისი სხარტი კომენტარების შესახებ, ამიტომაც გადაცემაში ,,შუადღე ქუთაისში”, რომლის სტუმარი დათო ლიკლიკაძე იყო, ამ თემაზეც ისაუბრეს.
“ონისე არის ძაან ნიჭიერი კაცი, სამწუხაროდ არა აქვს ის რაც მე მაქვს. ონისეს აქვს ჩემზე მეტი “უბედური ენა”, ონისეს აქვს ძაან მაგარი მანერები, პასაჟები, ვერ მოატყუებ, ვერ გააცურებ, აგაღადავებს, სერიოზული სარკაზმი აქვს.
ონისე ამას დაწერს, გეხუმრება, გაგაბანძებს იქვე მოგაძახებს.
მე ვურჩევდი ონისეს რომ მოვიდეს თქვენთან, გატეხოს ეთერში ხუმრობა, მასზე იქნება- ატმებს მოისხამს”- განაცხადა დათო ლიკლიკაძემ ,,შუადღე ქუთაისში”