ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
“დელტა ისეთი სისწრაფით ვრცელდება, დიდი ალბათობით (არის ამის ნიშნები) გარეთ, ღია სივრცეშიც გადამდებია. შარშანდელივით ცოტა ადრე კი მომდის გაფრთხილება, მაგრამ მათთვისაც არის ეს სივრცე, ვისაც მეტი ინფორმირებულობა, სიფრთხილე და პრევენცია ურჩევნია.
P.S. რომ გადაივლის ეს ამბავი, პასუხისმგებლიანი ხალხი სადმე შევიკრიბოთ”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.










