LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენი სკოლა-პანსიონია საპატრიარქოს განკარგულებაში

საქართველოს საპატრიარქო “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/06/29-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საპატრიარქო “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, “თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს;

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ:

1. დაგეგმილი “პრაიდის” ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.

2. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულიხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს.

3. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

4. ლგბტქ+ “პრაიდის” ორგანიზატორები აანონსებენ ე.წ. “ღირსების მარშს”, რომელსაც ღირსებასთან რეალურად კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.

5. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას.

6. ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულვებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.

აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.

ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ “,თბილისი პრაიდის” მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, – გარდაუვალი შფოთი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: პრაიდიღირსების მარში
გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

გიორგი არაბიძის სწავლას კატალონიაში სრულად დააფინანსებს ამერიკელი სპონსორი

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია
მთავარი

ქუთაისელი მუსიკოსის გიორგი არაბიძის სწავლას კატალონიაში სრულად დააფინანსებს ამერიკელი სპონსორი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსი წერს. "ძვირფასო მეგობრებო! თითოეულ თვენგანს დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის, თქვენი გვერდში დგომა...

დაწვრილებითDetails

სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ. სერვისით...

დაწვრილებითDetails

კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეთ მოზარდებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ძილის დარღვევა არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარებას უწყობს ხელს
მთავარი

გაერთიანებულ სამეფოში უფროსი ასაკის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე ღამის „კომენდანტის საათი“ დაუწესდებათ, თუმცა, მოზარდებს შეეძლებათ უარი თქვან ამ შეზღუდვაზე საკუთარი ანგარიშის პარამეტრების შეცვლით. მთავრობის გეგმის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ ისეთი აპლიკაციები,...

დაწვრილებითDetails

თუ 1 წლამდე ასაკის ბავშვი გყავთ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. პროფესორი განმარტავს, მოქალაქეებმა რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ინფექციების თავიდან არიდების მიზნით, როგორც ზღვის, ისე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
მთავარი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს, წვეულება გაიმართება - IT ჰაბის გახსნის ღონისძიებაში 515 008 ლარი დაიხარჯება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვით გააფორმა შპს...

დაწვრილებითDetails

ზურა ჯაფარიძეს სკუტერით გადაადგილებისას მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
კარგად ვარ,არაფერია სანერვიულო-ზურა ჯაფარიძე
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. როგორც თავად ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა სკუტერით გადაადგილებისას მოხდა. „სკუტერზე მანქანა დამეჯახა. კარგად ვარ, მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა...

დაწვრილებითDetails

16 წუთში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა – გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

"ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა, გადასასვლელის ნიშნის გარეშე არ გადადიოდა არასოდეს! უაღრესად პასუხისმგებლიანი იყო" - ამის შესახებგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში  კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი მუშა გარდაიცვალა - ინფორმაციას "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს. გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს. ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშნებლობის დროს, ბეტონის დასხმისას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ბეტონის კონსტრუქციამ მუშა მოიყოლა

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ქუთაისში ბეტონის კონსტრუქციამ მუშა მოიყოლა
მთავარი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე კორპუსის მშნებლობის დროს, ბეტონის დასხმისას კონსტრუქცია ჩაინგრა და მუშა მოიყოლა. ინფორმაცას ქუთაისი პოსტი ავრცელეს. მაშველების დამატებითი ჯგუფი ამ დრომდე ცდილობს კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანის გადარჩენას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი – კონსტანტინე გამსახურდია

by მეგა TV
ივლისი 15, 2026
0
ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი – კონსტანტინე გამსახურდია
მთავარი

ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია წერს. "ეს ფოტო გადაღებულია ქუთაისში, გაბაშვილის გორაზე, ამა წლის 22 მაისს. სურათზე ჩემს გარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"