“როგორ მეწვის გული ვაჟიკო
რატომ გაამწარე შენი უბედური დედა
შენ ხომ მისი ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი…დიდი იმედი
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემო კეთილო და თბილო ბიჭო.შენს დედიკოს გამძლეობა მისცეს უფალმა ამ დიდი ტკივილის გასაძლებად
”
გუშინ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ვაჟა ჩიტეიშვილი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია მსუბუქი ავტომობილი „გლოვოს“ კურიერის სკუტერს დაეჯახა, რომელზედაც კურიერის ნაცვლად მომხმარებელი იჯდა.
თვითმხილველების თქმით სასწრაფომ დაახლოებით ნახევარი საათი დაიგვიანა.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










