იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 5 ივლისს ქუთაისში ჩამოვა და პარტია “საქართველოსთვის” ოფისს გახსნის. ინფორმაციას Topnews.com.ge-ს უდასტურებს ბადრი კაპეტივაძე, რომელიც გახარიას პარტიას ქუთაისიდან შეუერთდა. ვინ იქნება ოფისის ხელმძღვანელი და ვის ვიხილავთ პარტიის რიგებში, კაპეტივაძე ამაზე არ საუბრობს.
“დიახ, ოფისი იხსნება 5-ში, რუსთაველის ქუჩაზე, ავიაკასების წინ. ბანერები უკვე გამოკრულია. ამჟამად რემონტი მიმდინარეობს, თუმცა 1-2 რიცხვში დასრულდება უკვე. ოფისის გახსნაზე ბატონი გიორგი გახარია, რა თქმა უნდა, ჩამოვა და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობაც. ვინ იქნება ოფისის ხელმძღვანელი და პარტიის წევრები, ამას 5 ივლისს გავიგებთ, იქნება მოკლე წარდგენა,”-განუცხადა ბადრი კაპეტივაძემ Topnews.com.ge-ს.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა. გახარია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან სხვადასხვა ქალაქში ოფისების გახსნა უკვე დაიწყო.
Topnews.com.ge










