სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN სირიაში აშშ-ის სამხედრო პოლკოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები დაბომბა.
“სირიაში აშშ-ის ძალების მიმართ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაშავებული არავინაა, მიმდინარეობს ზარალის შეფასება”,- თქვა სირიაში აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა.
პოლკოვნიკ უინ მაროტოს არ დაუკონკრეტებია, ვინ არის პასუხისმგებელი სარაკეტო თავდასხმაზე.










