ტვ-პირველზე, გადაცემა „საჯარო პოლიტიკაში”, მიხეილ სააკაშვილს ჩართვისას, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული იყო… კომენტარი სთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი:
„როდესაც საქართველომ მიიღო ასოცირების ხელშეკრულება, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გასამართლებული ვიყავი, მიმიწვია საზეიმო სხდომაზე, სადაც ასევე ჩამოსული იყო საქართველოს დელეგაცია, მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.. რომელმაც ხმა არ გამცა და არც კი მომესალმა…
ევროპარლამენტმა დამსვა ტრიბუნასთან მათ გვერდზე, მოქმედი ხელისუფლების გვერდზე… იმ ხელისუფლების გვერდზე, რომელმაც გამასამართლა.. და იმ პრეზიდენტის გვერდზე, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ეს განაჩენები გაეუქმებინა… მარგველაშვილს ვგულისხმობ.. (ყველას უნდა შევახსენოთ, რა გააკეთეს და რა არ გააკეთეს)..
და როდესაც გამოაცხადეს, რომ დარბაზში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მთელი ევროპარლამენტი ფეხზე ადგა და ტაშით შემხვდა.. აიღეთ კადრები და ნახეთ!..
და მე არ გავაკეთე არაფერი ევროინტეგრაციისთვის და ამათ გააკეთეს?… ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!”…განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.










