სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე თანამშრომელთან და ფსიქოლოგთან ერთად იმყოფება, ამ წუთებში ბენეფიციარებს ხვდება, რის შემდეგაც ის პანსიონის აღმზრდელებს გაესაუბრება.
ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ბავშვებს თავისუფლად საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ ის არ გამორიცხავს განმეორებით გასაუბრებასაც.
“გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგიც, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც. რა თქმა უნდა, შეიძლება თავისუფლად მაინც ვერ შეძლონ ბავშვებმა და თუ ამის საჭიროებას დავინახავთ, განმეორებითაც გავესაუბრებით.
მიმაჩნია, რომ ამ კედლებში ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაიყვანონ ალტერნატიულ ზრუნვაში,”- აცხადებს ნინო ლომჯარია