ემიგრაციიდან დაბრუნებული ოჯახი მიცვალებულებს ეძებს. ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.
ბებია-ბაბუის საგვარეულო სასაფლაოზე გასულ შვილიშვილს ადგილზე სრულიად უცნობი მამაკაცის საფლავი დახვდა.
აღმოჩნდა, რომ წყალტუბოს სასაფლაოს ადმინისტრაციას ადგილი უბრალოდ გაუყიდია, მიცვალებულები ამოუთხრია და სხვაგან დაუკრძალავს, ოღონდ ისე, რომ მათ კვალს ახლა ოჯახი ვერ პოულობს.
ცხედრებს გამოძიება ეძებს. ოჯახმა არ იცის ვინ არის მამაკაცი, რომელიც მათ საგვარეულო საფლავზე განისვენებს.








