გერმანიამ პორტუგალია და რუსეთი COVID-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების ქვეყნების სიაში შეიყვანა და ვიზიტორთა მიღებაზე შეზღუდვა დააწესა.
29 ივნისიდან პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში გამგზავრებას მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები ან რეზიდენტები შეძლებენ. ის პირები, რომლებიც პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში შევლენ, ორკვირიანი კარანტინს გაივლიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი COVID-19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
სიაში კიდევ 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.
![]()










