86 წლის ნოდარ მდივანი უკვე 61 წელია რაც მომხამრებლისათვის ოპტიკურ სათვალეებს ამზადებს. ექიმის მიერ გამოწერილ რეციპტს ზედმიწევნით ასრულებს და უკვე წლების განმავლობაში შეძენილი მადლიერი მომხამრებლების რაოდენობით ამაყობს .
ოპტიკოსი ახალგაზრდა ასაკიდან დაკავდა ამ საქმინობით და ძველ პროფესიას ახლაც ერთგულებით ემსახურება თითოეულ შეკვეთას დიდი გულისყურით ეკიდება „ეს იგივე წამალია ადამიანისთვის“-აცხადებს ვეტერანი ოპტიკოსი .
ერთი სათვალის დამზადებას 2სათამდე ანდომებს ნოდარ დადიანს საქმიანობაში მეუღლე, მზია დადიანიც ეხმარება . ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს და მას შემდეგ საქმისა თუ ერთმანეთის სიყვარულით ერთმენეთს გვერდით უდგანან.
მზიასა და ნოდარს ახლა სახელოსნოს გაფართოება სურთ და დახმარებას ითხოვენ . გვინდა მემოკვიდრეობა დავუტოვოთ ქუთაისს და ჩვემა შთამომავლებმა იამაყონ აცხადებს ასაკოვანი ცოლ-ქმარი.