გელათის სამონსატრო კომპლექსში დილიდან იუნესკოს უცხოელი ექსპერტები იმყოფებიან. როგორც მეგა ტვ-თვის გახდა ცნობილი მონასტრის კარები დაკეტილია და სამუშაოები დახურულ სივრცეში მიმდინარეობს.
„ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მთელი წლის მანძილზე იყო, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოსულიყო. გვქონდა მოლოდინი, რომ ჩამოვიდნენ ექსპერტები და შეისწავლიდნენ გელათის სამონსატრო კომპლექსში არსებულ ვითარებას. არცერთი მისიის განხორციელების დროს გელათის კარები არ დაკეტილა, რასაც ექსპერტები აქ რა სამუშაოებსაც ახორციელებენ არ ჭირდებათ არანაირი დახურვა, თუმცა ალბათ დახურული სისტემა სჭირდებათ იმათ ვინც გელათი მიიყვანა ამ მდგომარეობამდე’’ – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში