საბერძნეთში, სასულიერო პირის 14 წლის შვილი გარდაიცვალა, რომელიც სკოლაში მისი წონის გამო გამუდმებულ ბულინგს განიცდიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.
“ბულინგის შემდეგ გოგონამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რაც კატასტროფით დასრულდა.
გარდაცვლილ მოზარდს წესი ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, კალამარიის მიტროპოლიტმა იუსტინემ აუგო”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.