თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ჩეხოვის ფესტივალი საერთაშორისო დონის ღონისძიებაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან თეატრის წარმომადგენლები.
“ჩეხოვის ფესტივალზე ხშირად ამბობენ, რომ ეს არის პუტინისტური ღონისძიება, რაც არ შეეფერება სიმართლეს. ეს არის მეგა ფესტივალი. მსოფლიოში არის თეატრის სამი ასეთი ფესტივალი – ედინბურგის, ავინიონი და ჩეხოვის ფესტივალი. ყველა ეს ფესტივალი და მათ შორის, სხვა თეატრალური ფესტივალები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რადგან მხოლოდ კერძო სექტორი ვერ წვდება. ჩეხოვის ფესტივალს აფინანსებს რუსეთის კულტურის სამინისტრო და ასევე კერძო სექტორიც.
ამასთან, წელს ატყდა მაინცდამაინც ამბები, რომ რობერტ სტურუა და რუსთაველის თეატრი მიემგზავრება რუსეთში. 2008 წლის ომამდე რუსთაველის თეატრი იყო ხშირი სტუმარი ამ ფესტივალის და ისინი მე მგონია, რომ ქართულ თეატრს კი არ ეძახიან, რობერტ სტურუას ეძახიან, როგორც მეოცე საუკუნის მსოფლიო რეჟისორებს შორის 10 საუკეთესოში შემავალს,” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.
ცნობისთვის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
რობერტ სტურუა რუსეთში უკვე გაემგზავრა. რეჟისორს რამდენიმე