“MEGANEWS”-ის ექსკლუზიური კადრები, როგორ იპარავენ ხონში TBC- ი ბანკის თანხის გადახდის აპარატს. შეგახსნებთ, რომ დღეს დილით, ხონში TBC -ის ბანკის ფილიალში, სამსახურში მისულ თანამშრომლებს ბანკის შესასვლელში დამონტაჟებული თანხის გადახდის აპარატი მოპარული დახვდათ. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიდეოჩანაწერში სამი პირი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.