გაუპატიურების მცდელობის ბრალდების უპრეცედენტო საჩივარი დაფიქსირდა საბერძნეთში, კერძოდ, ვოლოს და ლარისას პოლიციის განყოფილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 91 წლის კაცის საწინააღმდეგოდ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით პოლიციაში საჩივარი შეიტანა 45 წლის ოჯახის დამხმარე ქალმა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქალმა სამსახური ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით იშოვა, სადაც 91 წლის კაცი ოჯახის საქმეებისთვის დამხმარე ქალს ეძებდა.
45 წლის ქალი საჩივარში ამბობს, რომ ერთი დღე იმუშავა მოხუცი კაცის სახლში და 15 ივნისს მეორეჯერ მივიდა. იმ დროს როდესაც ის საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და 91 წლის კაცის, საძინებელ ოთახში თეთრეულს ცვლიდა, კაცი სააბაზანოში იყო შესული. მოულოდნელად მოხუცი სააბაზანოდან, სრულიად შიშველი გამოვიდა, უკნიდან მოუახლოვდა ქალს, ლოგინზე დააგდო და ზევიდან დააწვა. ქალი, რომ ვერ გაქცეოდა, მთელი სიმძიმით აწვებოდა მას, კაბის კალთა აუწია და საცვლების გახდას ცდილობდა.
ოჯახის დამხმარე ქალი აღნიშნავს, რომ მან შეძლო მოხუცის თვიდან მოგერიება, რის შემდეგაც სირბილით დატოვა მისი სახლი. მოგვიანებით კი ვოლოს განყოფილებაში გამოცხადდა, სადაც მოხუცი კაცის წინააღმდეგ, გაუპატიურების მცდელობის ბრალდების საჩივარი შეიტანა.
როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული საჩივრის საფუძველზე საბერძნეთის პოლიციას 91 წლის კაცი ჯერჯერობით არ დაუკავებია.
პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ეს არის ალბათ, მთელ ისტორიაში გაუპატიურების მცდელობის ბრალდების უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან ბრალდებული 91 წლის კაცია.
![ბავშვზე დედა ძალადობს – მძიმე კადრები შიდა ქართლიდან [ვიდეო]](https://megatv.ge/wp-content/uploads/2021/01/aZT0x1jYl9YfxXXR_750X390_ძალადობა-750x390.jpg)









