„ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს.










