ქუთაისში ფესტივალმა “თეატრალური იმერეთი 2021“ სტარტი აიღო . ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში ამავე თეატრის სპექტაკლით „სიმართლე“ გაიხსნა. ფესტივალი 1 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მაყურებელს საშუალება ექნება სხვადასხვა თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილ 13 სპექტსკლს უფასოდ დაესწროს. ფესტივალში მონაწილეებს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეფასებს, გაიცემა შესაბამისი ნომინაციები. ფეტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით იმართება. ფეტივალს საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა , თუმცა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიაცია 2012 წელს აღდგა . მას შემდეგ ქუთაისი იმერეთის თეატრალურ ფეტივალს ყოველწლიურად მასპინძლობს. უკვე 2016 წელს ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო.
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....









