შეიარაღებული პოლიცელები მოდიან და გვემუქრებიან – ამის შესახებ ქუთაისში გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრებმა დევნილმა განაცხადა. მისი თქმით მათ შენობიდან გამოსახლების პროცესი დაიწყო.
როგორც “მეგა ტვ”-თან ერთ-ერთი დევნილი ამბობს მერიის მხიდან მათზე მუდვივად ხდება ზეწოლ:
“გვემუქრებიან ძალოვნებით რომ ჩვენ ეს შენობა დავტოვოთ. მათ მუშაობის დაწყება უნდათ და მათი თქმით ჩვენ ვუშლით ხელს. სიტყვიერი გაფრთხილევბა მივიღეთ, პოლიცია რომ იყო მოსული გადავიღეთ, შეიარაღებული პოლიციელეები მოდიან და გვემუქრებიან. პოლიციაშიც დაგვიბარეს. 31 მაისს ჯონი არაბიძემ პოლიცია გამოიძახა და 2 ივნისს მოხდა ჩვენი დაბარება პოლიციის მე-7 განყოფილებაში. ბაღათურიანი ირინასა და ეთერ გახარიას სახელზე იყო საჩივარი, რომ ჩვენ აქ უკანონოდ ვიკავებთ ტერიტორიას. არაბიძემ შემდეგ ეს ფაქტი უარყო.” – აცხადებს ირინა ბაღათურია.
მისივე თქმით გუგუნავას ქუჩაზე #12-ში მცოვრებლები პასუხს დევნილთა სამინისტროს თხოვენ და არა ქუთაისის მერიას.
“ჩვენ მოვითხოვ პასუხს დევნილთა სამინისტროდან. მერი არ არის ვალდებული ჩვენ დაგვაკმაყოფილოს. ჩვენ მოვითხოვთ, სანამ ჩვენი ბინით დაკმაყოფიწელბა მოხდება ჩვენი ამ შენობიდან ქირით გაყვანა უზრუნველყოს დევნილთა სამინისტრომ და არა მერიამ.” – ამბობს ირინა ბაღათურია.

ცნობისთვის ქუთაისის მერია გუგუნავას 12 ნომერში სოციალური საცხოვრისს მოწყობას გეგმავს, და დევნილების ქირით უზრუნველყოფას პირდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში აქ მცხოვრები ადამიანები ბინის მიღების პერსპექტივის გარეშე რჩებიან და მათი ბედი გაურკვეველია.










