LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დირექტორმა მაიძულა დაუდევრობით გარდაცვლილი პატარა ბავშვი დამესაფლავებინა – რას ყვება სენაკის ბავშთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი

დირექტორმა მაიძულა დაუდევრობით გარდაცვლილი პატარა ბავშვი დამესაფლავებინა – რას ყვება სენაკის ბავშთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი

დაპოსტა 2021/06/16-ში
A A
307
ნახვა
გაზიარება

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ ხმაურიანი ცნობები აგორდა და მითქმა-მოთქმა დაიწყო, სხვადასხვა ბავშვთა სახლებში მომხდარ უბედურ შემთხვევებსა თუ დანაშაულებებზე ინფორმირებულმა პირებმა დუმილი დაარღვიეს და ინსტიტუციონალურ მახინჯ პრაქტიკაზე ალაპარაკდნენ.

 

ამჯერად, “პრაიმტაიმს” სენაკის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც სრულწლოვანი ასაკში იმავე ინსტიტუციაში დასაქმდა, შემაძრწუნებელ ინფორმაციას უამბობს. ვალერი ჩიტაიას ცნობით, ის ბავშვთა სახლის მაშინდელმა დირექტორმა აიძულა, პატარა ბავშვი მუყაოს ყუთით დაეკრძალა.

მისივე ინფორმაციით, პატარა ზრუნვის დაწესებულებაში დაუდევრობით დაიღუპა, ფაქტი კი იმიტომ მიიჩქმალა, რომ მოზარდს არავინ აკითხავდა და მას “უპატრონოს” ეძახდნენ.

ვალერი ჩიტაიას თქმით, მან იცოდა, რომ იძულებით, მაგრამ მაინც დანაშაულს ჩადიოდა და სწორედ ამიტომ, მომხდარზე სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც შემდგომ შესაბამის ანაგრიშში მოხვდა.

“როცა სენაკის ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა იმ მიზეზით, რომ სრულწლოვანი გავხდი და იქ ცხოვრების უფლება აღარ მქონდა, დამხმარედ მაინც დაწესებულებაში დამტოვეს. სწორედ მაშინ, იმდროინდელმა დირექტორმა, ნ.მ-მ მაიძულა, ბავშვთა სახლში დაუდევრობით გარდაცვლილი პატარა ბავშვი დამესაფლავებინა.

მომცა მუყაოს ყუთი და მითხრა, ბავშვის გვამი ამაში ჩაასვენე და დამარხეო. სამწუხაროდ, პატარას სახელი და გვარი არ ვიცოდი, არ ვიცი, მიწას ვინ მივაბარე…

ვიცოდი, რომ ეს უკანონობა იყო და სასწრაფოდ, სახალხო დამცველის აპარატს მომხდარის შესახებ ყველა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდე, რომელიც მოგვიანებით, უწყების ანგარიშში ასახეს.

ახლა, დუმილი ნინოწმინდაში მომხდარის გამო საჯაროდ დავარღვიე. ჩემი მიზანი, უკანონობის მოსპობაა და როცა სხვადასხვა ტელევიზიებში იმ ადამიანებს, როგორც ექსპერტებს, ბავშვთა უფლებადამცველებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვუსმენ, გული მისკდება, რადგან მათი უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის დროს, საჯარო მოხელე იყო და სოციალური მომსახურების სააგენტოსა თუ სხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

ახლა კი, გამოდიან და ნინოწმინდაში მომხდარს გმობენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, მაგრამ მათ თუ ბავშვთა უფლებები რეალურად აწუხებთ, რატომ არ “შეწუხდნენ” სენაკში მომხდარზე? ალბათ იმიტომ, რომ ახლა, ამ წუხილისთვის მრავალათასიანი გრანტები მოიპოვეს.

მაშინ, იცით ეს ადამიანები რას ამბობდნენ? ექსპერტიზის გარეშე დაასაფლავეთ პატარას უსულო სხეული, რადგან მომკითხავი არავინ ჰყავდა, უპატრონოა და მომჩივანიც არავინ იქნებაო, დღეს კი იგივე ადამიანები გულმხურვალე დამცველები არიან? გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი…” – ამბობს ვალერი ჩიტაია.

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილია ყველა ის ადამიანი, რომლებიც რესპონდენტს მხედველობაში ჰყავს, და მათ კომენტარებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

გაზიარება123

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"