LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წყლის ფსკერზე ნაპოვნი ბავშვის და ამ დრომდე დაკარგულია

წყლის ფსკერზე ნაპოვნი ბავშვის და ამ დრომდე დაკარგულია

დაპოსტა 2021/06/16-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

ოკეანის ფსკერზე ნაპოვნი ბავშვის დას ამ დრომდე ვერ მიაგნეს – ესპანეთში სასტიკ მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

დღეს, 09:35 140

ტენერიფეს კუნძულთან ერთი წლის გოგონას გვამს კვლავ ეძებენ – BBC-ს ინფორმაციით, მამის მიერ მოკლული ბავშვის ცხედარს მაშველებმა, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლიეს.

გამოძიების ინფორმაციით, ანა გიმენო ციმერმანი და მისი 6 წლის და, ოლივია მამამ, ტომასმა მოკლა, რათა მათი დედისთვის “წარმოუდგენლად დიდი ტკივილი მიეყენებინა”.

ოლივიას ცხედარი ზღვაში ოთხშაბათს იპოვეს – ის ჩანთაში იყო მოთავსებული, რომელიც ღუზას გამოაბეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ინფორმაციით, მომხდარი მთელი ქვეყნისთვის შოკისმომგვრელია.

ანა და ოლივია 27 აპრილს გაუჩინარდნენ, მას შემდეგ, რაც ისინი მამამ წაიყვანა. ამ დრომდე ვერ მიაგნეს ვერც ტომას გიმენოს, რომელიც, სამართალდამცველების ვარაუდით, ასევე გარდაცვლილია.

შაბათს გამოძიების 9-გვერდიანი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, 37 წლის გიმენო შვილების სიკვდილშია ეჭვმიტანილი.

ტომას გიმენო და გოგოების დედა, ბეატრიზ ციმერმანი მოზარდობის ასაკიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს და გასულ წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ დაშორდნენ. ორივე მათგანს უკვე ჰყავდა ახალი პარტნიორი, თუმცა გიმენო ქალს ხშირად უგზავნიდა შეურაცხმყოფელ და მუქარის გზავნილებს.

გამოძიების მასალების მიხედვით, კაცმა შვილების მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, ახალ მეგობარ ქალს 6 ათას ევროზე მეტი და გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიმენომ შვილები საკუთარ სახლში მოკლა, 27 აპრილს, შემდეგ კი ცხედრები პორტში წაიღო, ნავით წყალში შეცურა და გარდაცვლილი ბავშვები ჩანთებით ოკეანეში ჩაუშვა. სამართალდამცველების ვარაუდით, მამა ფიქრობდა, რომ შვილების ცხედრებს ვერასოდეს მიაგნებდნენ.

გიმენოს ცარიელ ნავს ზღვაში მეორე დღეს მიაგნეს. ოლივიას ცხედარი კი გაუჩინარებიდან 44-ე დღეს იპოვეს, 1000 მეტრის სიღრმეში. იქვე იყო მეორე ჩანთაც, თუმცა – ცარიელი.

კვირას ბავშვების დედამ ღია წერილი გაავრცელა. ბეატრიზ ციმერმანის თქმით, ეს იყო ყველაზე საზარელი რამ, რისი ჩადენაც ადამიანს შეეძლო – საკუთარი უდანაშაულო შვილების მკვლელობა.

“სული მტკივა, რომ მათი გადარჩენა ვერ შევძელი… ვისურვებდი, რომ იმ მომენტში მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი და ერთად მოვმკვდარიყავით…. მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ტომასს სურდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება მათ ძებნასა და ტანჯვაში გამეტარებინა…” – წერს გოგონების დედა.

დების მკვლელობამ ესპანეთი შეაძრწუნა. უამრავ ქალაქში საპროტესტო აქციებია, ისინი გენდერული ნიშნით ძალადობას აპროტესტებენ.

პარასკევს აქცია მოეწყო ტენერიფეზეც – დაახლოებით 1000 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვი იყო, ქუჩაში გამოვიდა. ერთ-ერთ პატარა ბავშვს ხელში ეჭირა ბანერი, წარწერით “შეწყვიტეთ ჩვენი დახოცვა”.

2013 წლიდან დღემდე ესპანეთში მამებმა, ან – დედის პარტნიორებმა 39 ბავშვი მოკლეს.

მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყანაში გენდერული ნიშნით 19 ქალი მოკლეს.

 

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"