ვარშავაში მესამე დღეა 24 წლის საქართველოს მოქალაქე დიტო ხელხელაურს ეძებენ. ინფორმაციას ჯგუფი “ქართველები პოლონეთში“ ავრცელებს.
“დაიკარგა ეს ბიჭი. შაბათ დილიდან იკარგება მისი კვალი, არსად ჩანს. ტელეფონიც მიუწვდომელი აქვს. ცხოვრობს ვარშავაში, თუ ვინმე იცნობთ, ან იცით, სადაც არის, გთხოვთ უთხარით, რომ დედამისს დაურეკოს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ქალი, გიჟს ჰგავს… მისი სახელი და გვარია დიტო ხელხელაური. არის 24 წლის. მაიკო ოჩიაური (დედა)“, – წერენ ჯგუფში.
ოჯახი დახმარებას პოლონეთში საქართველოს საელჩოსგან ითხოვს,რადგან პოლიცია არ გასცემს ინფორმაციას ტელეფონით.










