LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წიგნები რომლებიც 21-ე საუკუნეშიც აკრძალულია

წიგნები რომლებიც 21-ე საუკუნეშიც აკრძალულია

დაპოსტა 2021/06/15-ში
A A
245
ნახვა
გაზიარება

21-ე საუკუნეში, თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ ქცეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლიტერატურის შეზღუდვა თუ აკრძალვა უცხო არ არის. სხვადასხვა შტატში აკრძალული წიგნების ჩამონათვალში, ისეთი სახელგანთქმული ავტორების ნაწარმოებებსაც აღმოაჩენთ, რომელთა გარეშეც მკითხველისთვის მსოფლიო ლიტერატურა წარმოუდგენელია.

კონგრესის მიერ 1789 წელს მიღებული პირველი შესწორება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, შეიცავს სიტყვის, რელიგიის, პრესის, პეტიციისა და შეკრების თავისუფლებებს. ის ხშირად მოიხსენიება ისეთი სასამართლო საქმეების განხილვისას, რომელიც წიგნების შეზღუდვას ან აკრძალვას ეხება.

არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც აშშ-ში ნაწარმოებებს კრძალავენ:

  • ენობრივი – ესაა ცენზურის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, როცა რომანი დიდი დოზით ლანძღვა-გინებას ან შეურაცხმყოფელ ტერმინებს შეიცავს. მაგალითად, სიტყვა “ზანგის” გამოყენების გამო, “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” “შავ სიაშია” შესული.
  • სექსუალური – თუ წიგნი შეიცავს სიტუაციებს, რომელიც შესაბამისი არაა ბავშვების ან კონკრეტული აუდიტორიისთვის. მაგალითად: “დიდი გეთსბი” შეზღუდულია “სექსუალური მინიშნებების” გამო.
  • პოლიტიკური – ხშირად, რომანები, რომლებიც უკიდურეს პოლიტიკურ ან რევოლუციურ შეხედულებებს გამოხატავენ, იზღუდება ან იკრძალება. მაგალითი: “ცხოველების ფერმა” შეზღუდულია გამოყენებული ფრაზის – „მასები აჯანყდებიან“ გამო.
  • ძალადობრივი – რომანები იზღუდება ან იკრძალება გრაფიკული გამოსახვის გამო, როგორიცაა ძალადობრივი სცენები, სისხლი და ა.შ. მაგალითი: ტონი მორისონის “შეყვარებული” შეიზღუდა, რადგან მეტისმეტად ძალადობრივად ჩაითვალა.
  • რელიგიური – წიგნი რელიგიური მიზეზით იკრძალება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარი არაპოპულარულ რელიგიაზეა. მაგალითი: “მხევლის წიგნი” აკრძალულია, რადგან ანტი-ქრისტიანულად ჩაითვალა.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ წიგნებს, რომლებიც ამერიკის სხვადასხვა შტატში შეზღუდული და აკრძალულია  წარმოგიდგენთ 7 პოპულარულ ნაწარმოებს:

  • “ნუ მოკლავ ჯაფარას”, ჰარპერ ლი – ენობრივი მიზეზი, აკრძალულია მინესოტას შტატში

წიგნმა “ნუ მოკლავ ჯაფარას” (1960) პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, პულიცერის პრემია მიიღო და მას შემდეგ ამერიკულ კლასიკად ითვლება. რომანი უპირისპირდება გაუპატიურებისა და რასობრივი უთანასწორობის საკითხებს. თუმცა, მასზე ცენზურა 1960 წლიდან, გამოქვეყნებისთანავე დაიწყო და ის ALA-ს (ამერიკის ბიბლიოთეკის ასოციაციის) მიერ 2009 და 2011 წლებში ყველაზე შეზღუდული წიგნების ათეულში მოხვდა.

რომანი შეურაცხმყოფელად ჩაითვალა, რადგან ის ეხება რასობრივ უსამართლობას, კლასობრივ სისტემებს, გენდერულ როლებს; ის მძაფრი ენით გადმოსცემს ძალადობის, გაუპატიურების, ინცესტის სცენებს.

  • მხევლის წიგნი”, მარგარეტ ეტვუდი – რელიგიური მიზეზი, აკრძალულია ჩრდილო კაროლინაში

ბესტსელერი 1985 წელს გამოქვეყნდა, გახდა არტურ კლარკის პრემიის ლაურეატი, მიიღო ბუკერის და ნებულას პრემიის ნომინაციები. წლების განმავლობაში “მხევლის წიგნი” კოლეჯების ლიტერატურის გაკვეთილებზე განიხილებოდა, ამასთანავე, სკოლის ბიბლიოთეკებიდან ქრებოდა, მას ხოტბას ასხამდნენ, გმობდნენ და უყვარდათ…

ნაწარმოებში ნებისმიერი ქალის ყველაზე წარმოუდგენელი კოშმარებია თავმოყრილი: დამოუკიდებლობის დაკარგვა, არასასურველ კაცთა მორჩილება, გაუპატიურება, ძალადობა, ბავშვის დაკარგვა, ან უშვილობის გამო საზოგადოების მიერ უღირსად ჩათვლა, თანაც ნაწარმოებში ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერაა სანქცირებული.

 

  • “დიდი გეთსბი”, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – სექსუალური მიზეზი, აკრძალულია სამხრეთ კაროლინაში

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის კლასიკური წიგნი “დიდი გეტსბი” 1925 წელს გამოქვეყნდა. თითქმის 100 წლის განმავლობაში საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის მისი წაკითხვა იზღუდებოდა.

ბევრი ჯგუფი, განსაკუთრებით რელიგიური ორგანიზაციები, აპროტესტებდნენ რომანში გამოყენებულ ენას, ძალადობასა და სექსუალურ მინიშნებებს და საჯარო სკოლებში წიგნის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ.

  • “1984”, ჯორჯ ორუელი – პოლიტიკური მიზეზით აკრძალულია ფლორიდაში

იოსებ სტალინის აღმავლობის ფონზე, ტუბერკულოზით დაავადებულმა ჯორჯ ორუელმა “1984” დაწერა. შესაძლოა, ავადმყოფობამ განაპირობა რომანის პირქუში ელფერი, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ ორუელის შთაგონება, სიტყვის თავისუფლების სიყვარული იყო.

ორუელი წერს მთავრობაზე, რომელიც მოქალაქეების ინდივიდუალიზმსა და ცხოვრებას სრულად შლის. ავტორი აჩვენებს, როგორ ცვლის ტოტალიტარული რეჟიმი კაცობრიობასა და მის ისტორიას. წიგნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციტატაა: ”ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს”.

  • “ცხოველების ფერმა”, ჯორჯ ორუელი – პოლიტიკური მიზეზით აკრძალულია ვისკონსინში

რომანი შინაური ცხოველების შესახებ, რომლებიც თავიანთი ფერმერის წინააღმდეგ ჯანყდებიან და უფრო თანაბარი და ბედნიერი საზოგადოების შექმნას ცდილობენ, ბრმა ტოტალიტარიზმს აკრიტიკებს.

ესეში “რატომ ვწერ” (1946), ორუელმა “ცხოველების ფერმა” აღწერა, როგორც “პირველი წიგნი, რომელშიც ვცდილობდი, იმის სრული გაცნობიერებით, თუ რას ვაკეთებდი, პოლიტიკური მიზანი და მხატვრული დანიშნულება ერთ მთლიანობაში შემერწყა”.

“ყვავილები ელჯერნონისთვის”, დენიელ კიზი – სექსუალური მიზეზი, არკანზასი

სამეცნიერო ფანტასტიკა “ყვავილები ელჯერნონისთვის” 1959 წელს დაიწერა და ჩარლი გორდონის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც იშვიათად დაბალი გონებრივი შესაძლებლობები აქვს. მან ამის შესახებ იცის და სურს, ჭკვიანი იყოს, ამიტომ, როდესაც შანსი ეძლევა, ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა, რომელმაც შეიძლება, მისი IQ საგრძნობლად გაზარდოს, ამას დაუყოვნებლივ თანხმდება. ექსპერიმენტის პირველი საცდელი “მასალა” თაგვი ელჯერნონია, რომელთან მიღებულ შედეგზეც მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ.

წიგნთან პრეტენზია რელიგიური საფუძვლებითაც იყო – კიზი “უფლის ნების” შელახვაში დაადანაშაულეს, ექიმების მიერ ადამიანის გადასხვაფერების აღწერის გამო.

“ქარწაღებულნი”, მარგარეტ მიტჩელი – ენობრივი მიზეზი, კალიფორნია

1936 წელს დაწერილ ამ რომანს აშშ-ის ერთ-ერთ სიამაყედ თვლიან. პულიცერის პრემიის ლაურეატი ნაწარმოები, სამხრეთის პლანტაციების მფლობელის გათამამებული ქალიშვილის ცხოვრების შესახებ გვიყვება. მოვლენები სამოქალაქო ომამდე და მას შემდეგ ვითარდება.

ნაწარმოებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზები რასობრივი საკითხები, სექსუალური შინაარსი, ძალადობა, სიკვდილი და მონობა გახდა. კალიფორნიის საშუალო სკოლებში “ქარწაღებულნი” 1978 წლიდან აიკრძალა.

წყარო : “allnews.ge”

გაზიარება98

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"