რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს “ქართული ოცნება” დღეს ბიუროზე წარადგენს. სიახლის მიხედვით, დეპუტატის დაკავებას ან დაპატიმრებას, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, ანუ 90-ი დეპუტატი დასჭირდება.
მმართველი გუნდი ინიციატივის სათავედ მიშელის დოკუმენტის იმ პუნქტს ასახელებს, რომელიც პარლამენტის მიერ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებებით რეაგირებას ითვალისწინებს.









