LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმი – მიხეილ ჩხენკელი ვანის მუზეუმზე

ვანის მუზეუმში პომპეის საგანძური გამოიფინება

დაპოსტა 2021/06/11-ში
A A
111
ნახვა
გაზიარება

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით  გამოფენა – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის  მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს  პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული  ქალაქი, ანტიკური კულტურის  კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ, განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება.  მნახველს შესაძლებლობა ექნება იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა  პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის ექსპონატები, რომლებიც პირველად ტოვებენ პომპეის.

ამ ქალაქის დიდებული წარსულისა და რომაული სამყაროსთვის დამახასიათებელი ცხოვრების მდიდრული წესის შესახებ მოგვითხრობენ: პომპეის სახელგანთქმული მხატვრობა, წარმოდგენილი კედლის ფრესკებით; მარმარილოს მინიატურული ქანდაკებები, როლებიც   პომპეის მდიდრული ვილების ეზოებს ამკობდა; ნატიფი მინის ჭურჭელი; ბრინჯაოს კანდელაბრები, ჭრაქები; რომაული პანთეონის ღვთაებათა და მითოლოგიურ პერსონაჟთა ბრინჯაოს ქანდაკებები ლარარიუმებიდან – ოჯახური სამლოცველოებიდან; საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის თიხის მრავალფეროვანი ჭურჭელი; ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი და ფუფუნების საგნები; ოქროს სამკაული. ფერფლით დაფარული, გაქვავებული ძაღლი და ადამიანები, მათ შორის,  ერთმანეთზე ჩახუტებული ცნობილი წყვილი, შეგვახსენებენ პომპეის ტრაგიკულ დასასრულს, რითაც ეს ქალაქი ისტორიაში შევიდა.

სიმბოლურია, რომ გამოფენას ვანი მასპინძლობს, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ გაიცნო სწორედ როგორც „ძველი კოლხეთის პომპეი“. Vani une Pompéi géorgienne ასე ეწოდება ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს, რომელიც 1995 წელს საფრანგეთში გამოიცა.  ვანი – ძვ. წ. VIII-I საუკუნეებში კოლხეთის სამეფოს მთავარი რელიგიური ცენტრი – ასევე სასტიკად იქნა განადგურებული, მაგრამ მტრის ხელით.  დღეს კი, ისევე როგორც პომპეიში, ვანის ნაქალაქარის ვრცელ ტერიტორიაზე განლაგებულ სატაძრო ქალაქის ნანგრევებს შორის სიარულით შეგიძლია დროში იმოგზაურო, ხოლო განახლებულ მუზეუმში წარმოდგენილი არქეოლოგიური არტეფაქტები ერთად გააცოცხლებენ ანტიკური სამყაროს ამ ორი გამორჩეული ქალაქის დიდებულ წარსულს.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. 2017-2019 წლებში საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსისა და ბაროკოს, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ეტაპების უმნიშვნელოვანესი ავტორების შედევრები: მიქელანჯელო ბუონაროტის, სანდრო ბოტიჩელის, ტიციან ვეჩელიოს, რაფაელ სანციოს, ლორენცო ბერნინის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ჯორჯო დე კირიკოს და სხვათა ნამუშევრები.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

გამოფენის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.

შაბათს, 12 ივნისს 14:00 საათზე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ეწვევა, მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს.

გაზიარება44

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. 19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო” -ცოტნე ივანიშვილი
მთავარი

ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა,ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო , - ამის შესახებ ბიძინა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო კვლავ ძვირდება. ბოლო, 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 46 დოლარით გაიზარდა და 4 831 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.9%-ით...

დაწვრილებითDetails

“დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" BBC-ის რიგით მესამე საჩივრით მიმართავს. პაპუაშვილმა განმარტა საჩივრების პროცედურა, რომელიც BBC-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო. პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი,...

დაწვრილებითDetails

მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს საჯარო სკოლის ეზოში

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს საჯარო სკოლის ეზოში
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. შემთხვევა საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. დაზარალებულთა შორის ხუთი მოსწავლე და ერთი მშობელია. ექვსივე პირს სავალდებულო ვაქცინაცია უტარდება. შემთხვევის შემდეგ, ძაღლები კახეთის...

დაწვრილებითDetails

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული -ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არის დადასტურებული - „ციკადა“ ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, გაციების სიმპტომატიკას იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მამაკაცს,რომელსაც ეძებდნენ იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
თბილისში, ოჯახი მამაკაცს ეძებს
მთავარი

მამაკაცს,რომელსაც თბილისში ეძებდა ოჯახი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის წევრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
რა ეღირება სასკოლო ფორმები – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავარი

სასკოლო ფორმები იქნება დაახლოებით 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება შვილის სასკოლო აღჭურვა - ალბათ, ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

“მცირედი ჩემი თომას სიცოცხლის შანსია” – პატარას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 18, 2026
0
“მცირედი ჩემი თომას სიცოცხლის შანსია” – პატარას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

პატარა თომას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბიჭუნა სიმსივნეს ებრძვის. ის თურქეთშია ოპერაციის მოლოდინში ... ნუ გამწირავთ გთხოვთ მცირედი ჩემი თომას სიცოცხლის შანსია. დრო აღარ დამრჩა, თურქეთში ვარ და სიმსივნეს ლოყიდაან ვერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"