მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ქუთაისში გალერეა „ვარლაში“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე -მერმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა გენადი მარგველაშვილმა ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ამასთან პედაგოგებმა ფულადი ჯილდოც მიიღეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გამოიყო. საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად წელს საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ა(ა)იპ კულტურულ -სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებიც დააჯილდოვეს. ჯილდო მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 80-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო.
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...









