LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არის, თუ არა გაციება და მოწამვლა გადამდები

არის, თუ არა გაციება და მოწამვლა გადამდები

დაპოსტა 2021/06/08-ში
A A
74
ნახვა
გაზიარება

არის, თუ არა გაციება და მოწამვლა გადამდები ამ თემასთან დაკავშირებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ არასწორია არგუმენტი თითქოს ეს დაავადებები გადამდები არაა და მათ მიმართ ნაკლები სიფრთხილეა საჭირო:

ხშირად მოგვისმენია: “ვირუსი არ მაქვს, გაციებული ვარ”, რაც, თითქოს, სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის თავის მართლების საშუალებაა, რომ გადამდები არ არიან და გარშემომყოფებს მათი არ უნდა ეშინოდეთ.

ტერმინი “გაცივება” არსებობს, გამოიყენება ინგლისურ ენაშიც (common cold). რა თქმა უნდა, „გაცივება“ გარკვეულწილად ხელს უწყობს იმუნური პასუხის შესუსტებას, მაგრამ საბოლოო როლს მაინც ინფექციური დაავადებები ასრულებს, ანუ ადამიანს „გაცივების“ სიმპტომების დროს რომელიმე ინფექციური დაავადება აქვს, ძირითადად ვირუსული და ჩვეულებრივ, გადამდებია. ყველაზე ხშირად ამ დროს ადგილი აქვს რინოვირუსულ ინფექციას, რომლის დროსაც ძირითადად აღინიშნება სურდო, ყელის ტკივილი, ხველა. ტემპერატურის მომატება შეიძლება იყოს, თუმცა ეს სიმპტომი ზოგჯერ არ არის გამოხატული.

ამ დროს სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია, რომ გარშემომყოფები დავიცვათ და არასწორია, რომ “გაცივება” გადამდები არ არის.

ზოგადად, ჩვენთან ინფექციური დაავადებების როლს ხშირად არ ანიჭებენ მნიშვნელობას. მაგალითად, ხშირია ასევე გამონათქვამი “ფეხები გამიცივდა და შარდის ბუშტის ანთება დამემართა”. სიცივემ შეიძლება შარდვის გახშირება მართლაც გამოიწვიოს, მაგრამ საშარდე გზების ინფექცია ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებაა და მას იწვევს ბაქტერიები და არა დაბალი ტემპერატურა.

ასევე ხშირად გავიგებთ, რომ ადამიანი საკვებით მოიწამლა. ამ დროსაც ხშირად არ არის გაცნობიერებული, რომ უმრავლეს შემთხვევაში საქმე სწორედ დიარეით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებთან გვაქვს. შესაძლებელია, ბაქტერიები სწორედ საკვებიდან იყოს გადაცემული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ინფიცირების წყარო საკვები სულაც არ არის და ინფექციის გადაცემა სწორედ ადამიანიდან ადამიანზე ხდება. თუმცა უკავშირებენ რომელიღაც კონკრეტულ საკვებს და ეს ზოგჯერ სულაც არ არის მართალი.

ამიტომ დიარეული დაავადებების დროსაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენა (მათ შორის ხელის ხშირად დაბანა) და არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს “მოწამვლაა” და არა ინფექცია.

მოკლედ, მარტო კოვიდი არ არის ამქვეყნად პრობლემა და უამრავი სხვა, გადამდები ინფექციური დაავადება არსებობს. ამიტომ, მარტო კოვიდის გამორიცხვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სიმპტომების შემთხვევაში მაქსიმალურად არ უნდა დავიცვათ სიფრთხილე და ამით ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები,”- წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"