LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს”-აშშ-ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს:

დაპოსტა 2021/06/03-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

აშშ-ს საელჩო საქართველოში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით,  განცხადებას ავრცელებს:

სენატორი შაჰინი სენატორ პორტმანთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად და დემოკრატიის რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად საქართველოს ეწვია

(ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) – აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია, ნიუ-ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ რობ პორტმანთან (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ერთად საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის ბოლოს ეწვია. ისინი შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა ემსჯელათ, თუ რა გზით შეუძლია აშშ-ს მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის ხედვას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების ჭრილში. მათ ასევე მოინახულეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

„მოხარული ვარ დღევანდელი ნაყოფიერი, ორპარტიული მსჯელობით საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესაძლებლობებზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან,”-განაცხადა შაჰინმა.

„მჯერა, რომ არსებობს მტკიცე გადაწყვეტილება აპრილის შეთანხმებაში გაწერილი დემოკრატიული მიზნების შესასრულებლად, რაც ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი და უსაფრთხო მომავლის შექმნას ემსახურება. უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა კომპრომისზე, ძლიერი და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების მისაღწევად, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. აშშ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს რეგიონულ პარტნიორებს ამ ძალისხმევაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში. მადლობელი ვარ სენატორი პორტმანის პარტნიორობისთის, ქართველის ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. როგორც ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გავაგრძელებ დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებელი რეფორმების მხარდაჭერას.”

კვირის დასაწყისში სენატორები სენატორ კრის მერფისთან (დემოკრატიული პარტია, კონექტიკუტი) ერთად ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა წიხანოვსკაიას შეხვდნენ

ლიეტუვაში და ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპოზიციონერების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის სულ უფრო გახშირებული ფაქტები განიხილეს. მათ შორის, ბოლო პერიოდში სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების მიზნით. სენატორები ასევე შეჩერდნენ უკრაინაში და შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს კორუფციის საწინააღმდეგო ძალისხმევის განმტკიცების გზები და დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერება.” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ჯინ შაჰინი და რობ პორტმანის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო. ისინი შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრებს, დღის ბოლოს კი საპარლამენტო ოპოზიციას.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები და რაზე გვაფრთხილებს ასეთი სიზმარი
მთავარი

სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...

დაწვრილებითDetails

საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საუკეთესო „მწვანე ეზო“ – ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
მთავარი

ქალაქ ქუთაისის მერია საუკეთესო „მწვანე ეზოს“ გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია: ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება,...

დაწვრილებითDetails

ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
მთავარი

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც  ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნები მოიპარეს პატიმრობა შეეფარდათ – Le Monde
მთავარი

პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა შეუფარდა, - ინფორმაციას გამოცემა Le Monde ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო, 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენები იწყება

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა
მთავარი

25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. როგორც TAV Georgia გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყება, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ივლისში კი საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს. ,,მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება,...

დაწვრილებითDetails

“კატეგორიულად მიუღებელია ამით ქართველი ერის შანტაჟი”- კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სავიზო დიალოგთან დაკავშირებით დასმულ...

დაწვრილებითDetails

“რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება”- კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ფაქტი ძალიან ცუდია, რაც ვნახეთ, კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება - თუკი რაიმე გადაცდომა, ძალადობა იქნება პოლიციის მხრიდან, ამას, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოჰყვება...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 13, 2026
0
ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ნიკოლოზ კაპანაძე, 38 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. „მე ძალიან კარგი მეგობარი მყავდა. რთულია წარსულში თქმა, მაგრამ უნდა ყველამ იცოდეს,დიდთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"