შუქრუთელების პროტესტის მეორე დღე აშშ-ს საელჩოსთან – ჭიათურიდან ჩამოსული მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და დიპლომატიური უწყებისგან დახმარებას ელოდება. ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, რის გამოც მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს.
ხელისუფლება შუქრუთელების მოთხოვნას დიდი ხანია რეაგირების გარეშე ტოვებს, რის გამოც ისინი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ახლა ამერიკის საელჩოს სთხოვენ.
შუქრუთიდან პროტესტმა თბილისში გუშინ, 30 მაისს გადაინაცვლა.










