LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბავშვებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა აუცილებელია – ივანე ჩხაიძე

არავის არ ქონდა ილუზია ,რომ ამ შტამს გადავურჩებოდით – ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე

დაპოსტა 2021/05/28-ში
A A
122
ნახვა
გაზიარება

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მან საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შტამი უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა. არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევის გამოწვევა, ჩხაიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

„არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს. ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი. პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა. დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ინდოეთში ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ავტორიზებული ყველა ვაქცინა „ინდურ შტამთან“ მიმართებაში ეფექტურია.

„აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდაც. ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგზანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში. ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად იფიქრეთ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. მცირე ცვლილებაც კი მომავალში სასარგებლო შედეგს მოგიტანთ.  ...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ფარიდა ნიკოლეიშვილს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისში ფარიდა ნიკოლეიშვილს ეძებენ
მთავარი

დაკარგულია⚠️ გთხოვთ,დაგვეხმაროთ ამ ადამიანის პოვნაში. ეს არის ფარიდა ნიკოლეიშვილი, რომელიც დაიკარგა 4 აგვისტოს, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქვს დემენცია/სკლეროზი და შესაძლოა ვერ ახერხებდეს საკუთარი მისამართის ან ოჯახის წევრების...

დაწვრილებითDetails

მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. მატირონ შვილი – ლანა ლატარიას დედა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ – ახლობლები ლანა ლატარიას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ
მთავარი

“მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა” მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება სასტუმროში – ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
დაპირისპირება სასტუმროში – ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან
მთავარი

ახალი კადრები აგარანის წვეულებიდან - ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ავრცელებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ქორწილის სტუმრებს რუსეთის მოქალაქეებმა ნამდვილად გადმოასხეს აივნიდან  სითხე. კადრში ჩანს, რომ წვეულების მონაწილეები გაკვირვებული...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი – სუს-მა 2 პირი დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. სუს-ის ცნობით, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში – საპატრულო პოლიცია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები - საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ქართველი წევრი დააკავეს
მთავარი

ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, ქალაქ ვალენსიაში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მეოთხე წევრის დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება....

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე -  დღეს სასამართლოზე გ.მ. აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებენ. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას და აღკვეთი ღონისძიების სახით გამყენებული პატიმრობსი...

დაწვრილებითDetails

წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
წეს­მა ადა­მი­ა­ნის გული არ უნდა დაჩ­რდი­ლოს! – დედა სიდონია ლანა ლატარიას მამის განცხადებას ეხმიანება
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"