LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა ხდება ამაზონის ტყეში

რა ხდება ამაზონის ტყეში

დაპოსტა 2021/05/26-ში
A A
818
ნახვა
გაზიარება
საიდუმლო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე, ამაზონი, უზარმაზარი წნეხის ქვეშ არის და უახლოვდება ეკოლოგიურ გარდამტეხ მომენტს, რომლის იქითაც კოლაფსი გარდაუვალია…
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სიტუაცია იმაზე უარესად არის, ვიდრე წარმოგვედგინა…
ახალი კვლევის მიხედვით, ამაზონის სასტიკი მომავალი ძირითადად მისი ულმობელი ჩეხვით არის განპირობებული.
კვლევა ყველაზე ყოვლისმომცველია, რაც კი აქამდე ჩატარებულა გლობალურ კლიმატზე ამაზონის აუზის გავლენის შესახებ. შედეგების მიხედვით, ხანძრების, გვალვებისა და მიწის მოსუფთავების (ჩეხვის) გამო, ამაზონის ტყე ატმოსფეროში იმაზე მეტი სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე მცენარეებსა და ნიადაგში ინახავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ამაზონი დედამიწის ატმოსფეროს კი არ აგრილებს, არამედ ათბობს და როგორც კვლევის 30 ავტორი აცხადებს, ეს საგანგაშო ეფექტი სულ უფრო იზრდება.
გარდა ამისა, ამ ჯუნგლებს უკვე აღარ შეუძლია დააკომპენსიროს ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილი სათბურის აირები, რომლებიც ძირითადად წიაღისეული საწვავის შედეგად გამოიყოფა.
ეს კვლევა იმით არის გამორჩეული, რომ წინა კვლევებისგან განსხვავებით, დაითვალა კლიმატის გამათბობელი აირების ციკლი ამაზონის აუზსა და იქიდან ატმოსფეროში, ასევე შეაფასა ადამიანის საქმიანობათა პირდაპირ გავლენები დედამიწის ნახშირბადის ერთ-ერთ უმსხვილეს საცავზე.
ამაზონის აუზის ეკოლოგიური და კლიმატური კვლევები დიდწილად ფოკუსირებულია ამ ტყის მიერ CO2-ის პირდაპირ ათვისებასა და შენახვაზე, სწორედ CO2 ლიდერობს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილ სათბურ აირებში; ამაზონში ამ პროცესს ძირითადად წარმართავს ტყის დეგრადიაცია.
ამაზონში ტყის დანაკარგები იმდენად მკაცრია, რომ ზოგიერთი მეცნიერის შეფასებით, უკვე 2035 წლისთვის, ნახშირბადის შენახვის ნაცვლად, ეს ტროპიკული ტყე ნახშირბადის წყაროდ გადაიქცევა.
მეცნიერები ასევე შიშობენ, რომ მიწის მოსუფთავების მიზნით ტყის არალეგალური ჩეხვის მასშტაბის ზრდის გამო, რეგიონი სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ, უკან არდაბრუნების წერტილს, რომლის იქითაც ამაზონი სრულიად სხვანაირ, გაცილებით მშრალ ეკოსისტემად გადაიქცევა.
თუმცა, CO2 ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც დედამიწის კლიმატზე ახდენს გავლენას, არც ამაზონის აუზია მარტივად შესასწავლი, რადგან მისი მთიანი ტყეები, მანგროს ჭარბტენიანი ზონები და მდინარეთა სისტემები სამხრეთ ამერიკის 9 ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება.
კლიმატის ცვლილების ორი სხვა დიდი აგენტია აზოტის ოქსიდი (N2O) და მეთანი (CH4). ეს აირები ატმოსფეროში ისე დიდხანს არ რჩება, როგორც CO2, მაგრამ არის გაცილებით ძლიერი სათბურის აირები – ატმოსფეროში 300-ჯერ მეტ სითბოს ამწყვდევენ ყოველ მოლეკულაზე, ვიდრე CO2 და N2O.
გასული ათწლეულების განმავლობაში, მეთანისა და აზოტის ოქსიდის გამოყოფა მნიშვნელოვნად გაიზარდა გლობალურად. შედეგად, ცხადად შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ზრდის ამაზონში მასშტაბებს ეს ნაკლებად შესწავლილი აირები.
სათბურის აირების გამოყოფის შესახებ არსებულ მონაცემთა ანალიზისა და ამაზონის აუზზე ადამიანთა გავლენის კომბინირებული ეფექტების ანალიზით, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ სავარაუდოდ, ამაზონი კლიმატის ცვლილებას სინამდვილეში უფრო აუარესებს, რადგან იმაზე მეტ აირებს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს.
ამაზონის აუზის მონაცემების ამ გზით შეფასება აქამდე არასოდეს მომხდარა, რადგან ახლა მხედველობაში მიიღეს ტყისა და კლიმატის ურთიერთქმედებათა სრული კრებული, რაც კვლევის ავტორების განცხადებით, ურთულესი, ცენტრალური გამოწვევაა, რომელიც საგრძნობლად ზღუდავს ჩვენს წარმოდგენას გლობალურ კლიმატზე ამაზონის გავლენის შესახებ.
ეკოსისტემის მასშტაბის ანალიზი ასევე ღრმად ჩადის დეტალებში, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რამდენად უზარმაზარია ამაზონის აუზი, ტყის მიერ სათბურის აირების შთანთქმისა და გამოყოფის მაჩვენებელში მცირე ცვლილებასაც კი, შეუძლია მთელ ეკოსისტემაში დიდი არეულობები გამოიწვიოს.
გვალვების სეზონის გახანგრძლივება ამცირებს ამაზონის მიერ CO2-ის შთანთქმის უნარს და ზრდის ტყის ხანძრების შანსს, რამაც 2019 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიწის მოსუფთავების მიზნით, უკანონოდ გაჩენილი ხანძრების მსგავსად, ამ ხანძრების შედეგად დანახშირებული ხეები მზის სინათლეს შთანთქავენ, რაც ატმოსფერულ ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს.
ამასობაში, სამრწეველო მიზნებით ხე-ტყის ჩეხვა, რისი 60 პროცენტიც 2012 წლიდან ამაზონის ბრაზილიურ ნაწილზე მოდის, ყოველწლიურად ათასობით კვადრატულ კილომეტრ ტყეს ასუფთავებს, რომლის ადგილსაც მაღაროები და სოფლის მეურნეობა იკავებს…
იცვლება ნიადაგი, ნალექების მახასიათებლები, ამაზონის მიერ ატმოსფეროში არეკლილი მზის სინათლის რაოდენობა, სადაც მას სათბურის აირები ელოდება, ამას ემატება დამბების მშენებლობა, სამთო-მოპოვებით საქმიანობა, სეზონურ წყალდიდობებებუ, სასტიკ შტორმები, მიწის დაწნეხვები ფერმებისა და საქონლის მიერ…
რა თქმა უნდა, რადგან ეს ყველაფერი ცვლის ტყისა და მის მიერ გამოყოფილ აირებს, ადვილად წარმოსადგენია, რომ მკვლევრები ასეთ შემზარავ დასკვნამდე მისულიყვნენ…
მკვლევართა ჯგუფი აცნობიერებს მათ შედეგებში გაურკვევლობის დიდ ალბათობას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ამაზონის ზოგიერთი რეგიონის შესახებ მონაცემთა სიმწირით, განსაკუთრებით მდინარეთა დაკლაკნილ სისტემებში, ასევე მხედველობაშია მისაღები ეკოლოგიური მახასიათებლები იმხელა ტყისთვის, რომელიც საკუთარ კლიმატს წარმოქმნის.
მიუხედავად ამისა, ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემთა საფუძველზე მათ მიერ მიღებული თამამი შედეგები ის არის, რომ ამაზონი უფრო მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე ინახავს და შედეგად, დედამიწის ატმოსფეროზე გათბობის ეფექტს ახდენს.
ამაზონის დაცვა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე არასდროს, ეს კი აუცილებლად მოიცავს ტყის ჩეხვის შეჩერებას და ადგილობრივი ხალხისთვის მიწაზე უფლებების აღდგენას…
გაზიარება327

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

IP უკვე გარკვეული მაქვს – რას ამბობს ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "TV პირველს". ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა- საია
მთავარი

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"