“ ძვირფასო ქართველო მეგობრებო! ას სამი წლის წინ, ლიეტუვა და საქართველო წარმოადგენდნენ ორ ერს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მცირე კონტაქტი გვქონდა, ჩვენი განწყობილება თავისუფლების მოპოვების დიდ ბრძოლაში საერთო იყო. საუკუნეზე მეტი გავიდა და ჩვენი სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. თავისუფლებით გაერთიანებულები, ჩვენ მუდმივად ვუახლოვდებით ერთმანეთსაც. ლიეტუვა პატივს მიაგებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, შექმნან დემოკრატიული, განვითარებული და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაც იქნება. “
– განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.