ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლის ნოემბერში უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მეცნიერი მძიმედ დაავადდა.
მათ ჰქონდათ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები და ისინი თავად იყვნენ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც სხვა კორონავირუსებთან მუშაობდნენ.
ამერიკული დაზვერვა არ ამტკიცებს, რომ ჩინელი მეცნიერები უშუალოდ კორონავირუსით დაავადდნენ, თუმცა წერს, რომ დოკუმენტებში არსებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, “დამატებითი წონა, მისცეს მოთხოვნებს, ჩატარდეს უფრო ვრცელი გამოძიება ინფექციის წარმოშობასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია, რომ კორონავირუსებთან მომუშავე ერთი გუნდის წევრები მსგავსი სიმპტომებით შეიყვანეს საავადმყოფოში პანდემიის დაწყებამდე, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.