“ვითამაშეთ რუსთაველში და მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ტექნიკური პრობლემები, მაგალითად წყალი, რომლის გაყვანაც ვერ მოხერხდა და სპექტაკლი პირვანდელი სახით ვერ ვაჩვენეთ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ვითამაშეთ აქ ეს სპექტაკლი. მადლობა ყველას! დიდი სიყვარულისთვის! აქედანაც სიყვარულს გიძღვნით.” – წერს რეჟისორი მიშა ჩარკვიანი თავის ფეისბუკ გვერდზე.
ლადო მესხიშვილის თეატრმა სპექტაკლი “ჰეკაბე” თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე ითამაშა.
მიშა ჩარკვიანის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი მაყურებელმა 2 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იხილა.
ნახეთ როგორ შეხვდნენ მაყურებლები სპექტაკლს.
სპექტაკლი, რომელსაც მაყურებლის აღიარება ხვდა წილად, ახალგაზრდა რეჟისორმა, მიშა ჩარკვიან ლადო მესხიშვილის თეატრში რამდენიმე თვის წინ დადგა.
მასში მესხიშვილის თეატრის მსახიობები თამაშობენ: დედოფალლის „ჰეკაბე“ როლს ინგა კაკიაშვილი ასრულებს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქოროს კორიფე), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).