LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“თქვენ, ქართველები ცივსისხლიანები ხართ”, დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდით, ქართველი ბიჭი უდანაშაულო აღმოჩნდა – რას ყვება ემიგრანტი საბერძნეთში მომხდარ მკვლელობაზე

“თქვენ, ქართველები ცივსისხლიანები ხართ”, დეზინფორმაციის მსხვერპლი გავხდით, ქართველი ბიჭი უდანაშაულო აღმოჩნდა – რას ყვება ემიგრანტი საბერძნეთში მომხდარ მკვლელობაზე

დაპოსტა 2021/05/22-ში
A A
426
ნახვა
გაზიარება

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე არკვევდა, რა მოხდა ცოტა ხნის წინ გლიკა ნერაში და ვინ ჩაიდინა სასტიკი დანაშაული. მაშინ, ბერძნული პოლიცია აჩქარდა და ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამნაშავე ბულგარეთის საზღვართან დაკავებული ქართველი იყო, რომელსაც ყალბი პასპორტი ჰქონდა. ეს ვერსია ბერძნულმა მედიამაც აიტაცა.

 

 

 

თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა – დაკავებულია დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები ყაზახი ეროვნების მამაკაცი, რომელსაც ყალბი ქართული პასპორტი ჰქონდა, ის ბერძენმა სამართალდამცველებმა თურქეთის საზღვართან დააკავეს – ამის შესახებ “პრაიმტაიმს” საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი უყვება.

როგორც ირმა გელაშვილი ამბობს, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საბერძნეთში მყოფ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამსაქმებლებთან სერიოზული პრობლემები შეექმნა, დამსაქმებელმა კომპანიებმა ქართველების გასაუბრებაზე დაბარება შეწყვიტეს და უკვე დასაქმებულები ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.

ამან გადააწყვეტინა საბერძნეთის პოლიციის მაღალჩინოსნისთვის მიემართა, რომელიც გელაშვილის პაციენტი იყო და პირადი ნაცნობობა აკავშირებს. სწორედ მისგან შეიტყო, რომ სასტიკი მკვლელობის საქმე გაიხსნა და დე ფაქტო აფხაზეთიდან ჩასული კაცი ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.

ირმა გელაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტისთვის ბერძნულ მედიას დიდი ყურადღება აღარ გაუმახვილებია, რადგან სიჩქარემ და დეზინფორმაციის გავრცელებამ საერთაშორისო უხერხულობა გამოიწვია… ის ასევე, რუსული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ საუბრობს, რომლის წევრებიც აფხაზეთიდან საბერძნეთში არიან ჩასულები.

“მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქმრისა და ჩვილის თვალწინ ქართველმა კრიმინალმა 20 წლის ქალი მოკლა, ჩვენი ეროვნების წარმომადგენლებზე ადგილობრივების დამოკიდებულება მყისიერად შეიცვალა. ისეთი ბულინგის მსხვერპლი გავხდით თითოეული ქართველი, რომ არც კი შეგვიძლია ამის გადმოცემა.

ჩვენი მისამართით ისმოდა შემდეგი ფრაზები – “მკვლელები ხართ”, “თქვენ, ქართველები ცივსისხლიანები ხართ” და ა.შ. გარდა ამისა, ჩემ ნათესავს, რომლიც დამსაქმებელს გასაუბრებაზე უნდა დაებარებინა, ეთნიკური ნიშნით შეხვედრა გაუუქმეს. ეს ყველაფერი დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. ჩემზე ძალიან იმოქმედა, დავურეკე ჩემს ყოფილ პაციენტს, პოლიციის მაღალჩინოსანს და დაზუსტებულად ვიცი, რომ ის ქართველი ბიჭი, რომელსაც პირველად ასეთი რამ დააბრალეს, უდანაშაულო აღმოჩნდა – დაღუპულის ქმარი მიიყვანეს ამოცნობაზე და ასე გამოირიცხა მისი ბრალეულობა.

ასევე, გავარკვიე, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვართან მამაკაცი დააკავეს, როგორც ამ საქმის ფიგურანტი. ნაცნობმა პოლიციელმა მითხრა, რომ ის დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ყაზახია, რომელსაც ქართული ყალბი პასპორტი ჰქონდა და ახლა, ბრალდებული ისაა.

ამ ყველაფრის აფიშირებას ბერძნული მედია აღარ ჩქარობს, რადგან საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა ბერძნული მხარე. ჩვენ, აქ მყოფ ემიგრანტებს კი, ამ სამარცხვინო ლაქის ჩამორეცხვა ძალიან გვჭირდება და ამაში ქართული მედიის დიდი იმედი გვაქვს.

არაა გამორიცხული, მომავალშიც ასევე ბინძურად გაისვაროს ქართველის სახელი, რადგან საბერძნეთში რუსული მაფია მოქმედებს, არის საშიში კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც რუსების გარდა, აფხზეთიდან ჩამოსული სომხები, რამდენიმე ჩეჩენი და ყაზახი ბიჭები შედიან. ისინიც ქართული ყალბი პასპორტებით ჩამოვიდნენ და ამიტომაც მოგვეკერება კრიმინალთა სახელი…

ახლა, ამას რომ ვამბობ, შესაძლოა, მოვიდნენ და მომკლან კიდეც, მაგრამ არაფრის მეშინია. იმედი მაქვს, რომ მათ მალე დააკავებენ, რადგან პოლიცია სრულიად სხვანაირად მუშაობს არჩევნების შემდეგ, კრიმინალს ნამდვილად უტევენ.” – ამბობს ირმა გელაშვილი.

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქეს ბრალი არ ედება.

შეგახსენებთ, რომ გლიკა ნერაში შეიარაღებული მძარცველები ახალგაზრდა წყვილის სახლში შეიჭრნენ, სადაც ცოლ-ქმართან ერთად მათი 11 თვის ჩვილიც იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მძარცველმა 20 წლის კაროლინი სიცოცხლეს გამოასალმა მას შემდეგ, რაც ქალმა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

Primetime.ge

გაზიარება170

დაკავშირებული -პოსტები

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

გარდაბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მე-8 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა. “ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის სამადლობელ წერილს ავრცელებს: „ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის სამადლობელი სიტყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში, ყვავილების მაღაზიაში ხანძარია
მთავარი

ქუთაისში, ბალახვანში ყვავილების მაღაზიაში ხანძარია. როგორც მეგა ტვ-ს წყარო უყვება , მაღაზია ხანძრის გაჩენის დროს დაკეტილი იყო. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და პოლიცია.

დაწვრილებითDetails

“წვიმა, ელჭექი, სეტყვა” – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

დაწვრილებითDetails

“ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი…” – რას ჰყვება თვითმხილველი სამგორის მეტროში დატრიალებულ ტრაგედიაზე

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თვითმხილველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „რამდენიმე წუთია მოვედი სახლში, საშინელ ფაქტს შევესწარი მეტროში - ახალგაზრდა გოგო, 30 წლისაც არ იყო... საბრალოს, მატარებლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის...

დაწვრილებითDetails

ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნებამ ქურდობის მიზნით, სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევა სცადა, თუმცა განზრახვა...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. უწყების...

დაწვრილებითDetails

„აღარ მყავს მამიდა…“ – მზია ლომაია გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 15, 2026
0
ქუთაისში ეძებენ ქალბატონს, რომელიც დილით სახლიდან გავიდა
მთავარი

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმის შვილი, ირაკლი ლომაია ავრცელებს. „აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“, - წერს ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში. მზია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"