მეთერთმეტე კლასელი, რომელმაც ლანჩხუთში ბოლო ზარის დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ქეთი გეგუჩაძეა.
“ჩემთვის ის მზე აღარასოდეს ამოვა რომელსაც შენი სახელი ერქვაა….. იძინეეე ჩემო პატარა ჩვენ შევხვდებით აუცილებლად შევხვდებით…” – წერს ქეთას ახლობელი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ ქეთი გეგუჩაძის ძმა, 17 წლის არასრულწლოვანი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხა.
გურიაში საგამოძიებო მოქმედებები დღეს დილიდან განახლდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










