პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, სასტუმრო „ქუთაისთან“ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა თითქმის ათი წელია უფუნქციოა. იგი წლების წინ გასხვისდა და მაშინ მისი მფლობელი ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე გახდა. წულაია ქუთაისის მერიას კერძო მფლობელისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას თხოვს.
სასტუმროს დირექტორი კახა კუხიანიძე აცხადებს, რომ არქიტექტურული პროექტი კულტურულ მემკვიდრეობასთან შეთანხმებულია. ელოდებიან ტექნიკურ პროექტს და შემდეგ, სავარაუდოთ წლის ბოლომდე დაიწყებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ჩაიდება 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი და 80 ნომერიანი იქნება.