საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტია, რომ ანტიოქიის პატრიარქი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ოფიციალურად შეხვდა.
მისი განცხადებით, დეტალები დაზუსტდება და რეაგირება ექნებათ.
“რა თქმა უნდა ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს უნდა დაველოდოთ ჩვენ საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას. ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ, დღის განმავლობაში რაღაცა ფორმას შეიძენს”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის ოკუპირებული დე ფაქტო პრეზიდენტი , ასლან ბჟანია ანტიოქის პატრიარქ იოანე-X -ს შეხვდა.










