პეკინის ქუჩაზე ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ხანძარმა 14 ოჯახი დააზარალა და საცხოვრებლის გარეშე დატოვა, მათი ნაწილი სასტუმროში გადაიყვანეს.
“ვისაც დაეწვა საცხოვრისი გავიყვანეთ სასტუმროში, დროებით, სანამ აფხაზეთის მთავრბა არ მოუძებნის მათ ბინებს ქირით. 14 ოჯახია გაყვანილი და შეადგენს 35 სულს. წყალი და ელექტრო ენერგია გათიშეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სრულად რომ დარწმუნდებიან სპეციალისტები აღდგება”, – თქვა საბურთალოს გამგეობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ გამთენიისას გაჩნდა , ადგილზე 14 სახანაძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ კორპუსში კომუნიკაციები კუსტარულადაა დამონტაჟებული, ადგილზე არ არსებობს სახანძრო კიბე.
წყარო ‘ მთავარი “.










