LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
20 ივნისს დაზარალებულმა აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს

20 ივნისს დაზარალებულმა აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში წერილი შეიტანეს

დაპოსტა 2021/05/14-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

20 ივნისს დაზარალებულმა აქტივისტებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის სახელზე წერილი შეიტანეს.

დაზარალებული მოქალაქეები მედიატორებისგან დახმარებას ითხოვენ რათა პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტების იმპლემენტირება არ მოხდეს.

როგორც თავად ამბობენ მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი მიუღებელია, რადგან ორივე მათგანით ამნისტია ცხადდება უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე, რომლითაც საქმის უმეტესობაა აღძრული.

“პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეთ.  ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-სა და ევროკავშირის  მხარდაჭერა და დახმარება ასეთ კრიზისულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის.  

მოგმართავთ  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  2019 წლის 20 ივნისს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი  მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყნის  პოლიტიკოსის მიერ სხდომის წაყვანას  პატრიოტული მოტივით  ვაპროტესტებდით და გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა მიგვაჩნდა, რომ ეს ფაქტი შეუთავსებელი იყო და საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსაც.

ჩვენი, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების  წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში არაპროპორციული ძალა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ  უკანონო ბრძანების საფუძველზე. საათების მანძილზე გრძელდებოდა დამიზნებით სროლა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი ზიანის მიყენება დემონსტრანტებისთვის. ამის შედეგად დაშავდა ასეულობით ადამიანი, მათ შორის 38 ჟურნალისტი. ხელისუფლების ცნობით, 20 ინვისის ღამეს საავადმყოფოში მიიყვანეს 240 ადამიანი.  დემონსტრანტების ნაწილმა მიიღო სხეულის მძიმე  დაზიანება, რომლის არასრული ჩამონათვალი მოიცავს მრავლობით ნატყვიარებს, სხეულის სხვადასხვა მოტეხილობას, სახისა და თავის ქალის მსხვრევით დაზიანებებს, თვალისა და მხედველობის დაკარგვის მრავლობით შემთხვევას.

დემონსტრანტების ნაწილი დღემდე აგრძელებს მკურნალობის კურსს. აღსანიშნავია რომ მძიმედ დაშავებულ ადამიანებს ექმნებათ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, არასათანადო ყურადღების და დახმარების გამო.  სახელმწიფომ მხოლოდ 7 დემონსტრანტი  ცნო დაზარალებულად. 50 დემონსტრანტზე მეტი ცდილობს ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოებში დაზარალებულის სტატუსის მიღებას და ფიზიკური და მორალური ზიანის კომპენსირებას.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდი ნაწილი იქნა დაკავებული იმავე ღამეს და ასეულობით აქტივისტს მოუწია რამდენიმე დღის გატარება საპატიმროში შეთითხნილი ადმინისტრაციული ბრალდების გამო. ასევე 20-მდე დემონსტრანტის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმეები და მათ თვეების გატარება მოუწიათ საპატიმროში. ამ ფონზე პროკურატურამ სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ 3 თანამშრომლის წინააღმდეგ  დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო უკანონო ბრძანების გამცემი ვერცერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა ბოლო 2 წლის მანძილზე.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე   დარეგისტრირებული  კანონპროექტები, რომლებიც ფაქტობრივად აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას, რაც ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიგვაჩნია,  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული ღირებულებების დამცველის, ასევე წაახალისებს დაუსჯელობის სინდრომს და მწვანე შუქს მისცემს მორიგ მძიმე დარღვევებს.

გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში ისე რომ დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს  შეუნარჩუნდეთ  შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.

მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებულ თემატურ შეხვედრებსა და დისკუსიებში” – ნათქვამია მიმართვაში.

წერილს 17 ადამიანი აწერს ხელს.

ინფორმაციას ” მთავარი” ავრცელებს.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

რას ამბობს ეკა კუპატაძე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაზე

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის - გიგა ავალიანის მკვლელებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა,...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება
მთავარი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში “საჭირო მკურნალობა...

დაწვრილებითDetails

მეუფე გერასიმე გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში მოვიდა და პანაშვიდი გადაიხადა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მეუფე გერასიმე გარდაცვლილი ლანა ლატარიას სახლში მოვიდა და პანაშვიდი გადაიხადა
მთავარი

მეუფე გერასიმემ უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას "სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა." - ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილიც დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

თბილისში თემქაზე მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.   რამდენიმე წუთით ადრე დააკავეს ნია იმნაძეც, რომელიც ავალიანის საქმეზე მთავარი მსჯავრდებულის, ალექსანდრე გაბაშვილის შეყვარებულია.   პირველების...

დაწვრილებითDetails

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობასა და ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ემოციებს ნუ აჰყვებით.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დადებით შედეგს გამოიღებს.  ...

დაწვრილებითDetails

6 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტს, ნია იმნაძე ამ წუთებში სამართალდამცავები აკავებენ. შესაბამის ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ადვოკატი გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ახალი სასწავლო წლიდან საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება იზღუდება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
13 წლის გოგომ, ინტერნეტის გამორთვის გამო, მშობლებს უჩივლა – საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა
მთავარი

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა...

დაწვრილებითDetails

რა მოხდება თუ სკოლაში ბავშვებს ფორმეს არ ჩააცმევთ – მინისტრის გაფრთხილება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც გააპროტესტებენ და ბავშვებს სასკოლო ფორმას მაინც არ ჩააცმევენ, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები. გივი მიქანაძე მშობლებს ახსენებს, რომ ბავშვის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს

by მეგა TV
აგვისტო 5, 2026
0
დააკავეს  ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს
მთავარი

დააკავეს ჰიდროციკლით მოძრავი პირი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. "სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"