LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2021/05/06-ში
A A
137
ნახვა
გაზიარება

ვერძი
მოიმატებს სიცოცხლის ხალისი, შეყვარების, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. მოგინდებათ თქვენი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება. შეიძლება მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განახორციელოთ ახალი, შემოქმედებითი იდეები, რითაც გაიუმჯობესებთ შემოსავალს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. თვე ისე გადაანაწილეთ, რომ საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. კარგი იქნება ბინაში ინტერიერის განახლება, ავეჯის გადაადგილება. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. ზოგიერთს დამოუკიდებლად მოგიწევთ სახლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ქრონიკული დაავადებების გამწვავება არ გელით. მთავარია, თავად არ შეუქმნათ საფრთხე საკუთარ თავს.

კურო
აპრილის ბოლოდან თქვენი ვარსკვლავური დრო დგება, მზე თქვენს ნიშანშია და მთელი თვე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ მომართული. გააქტიურდით სამსახურშიც და სახლშიც. ყველგან ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ. იყავით მომართული განვითარებაზე, წინსვლაზე. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის, სტილის შეცვლა გადაწყვიტოს. მოიმატებს ხარჯი საკუთარ თავზე, საყვარელი ადამიანის გულის გასახარებლად. შეიძლება მოგინდეთ ფულის დაბანდება საკუთარ განათლებაში, გარეგნობაში. შეიძლება ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, ვინც კომფორტს შეგიქმნით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია საბანკო სფეროსთან, სილამაზესთან, ბუღალტერიასთან. მოერიდეთ ახლობლებთან, მეზობლებთან – იმ ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ – კამათს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიმართეთ სპეციალისტს. საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის ნურაფერს დაიშურებთ.

ტყუპი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი არასაკმარისად გაფასებთ. მოერიდეთ მისთვის შენიშვნების მიცემას. პრეტენზიებმა შეიძლება დააზარალოს თქვენი ურთიერთობა. აგრეთვე მოერიდეთ კამათს ფულის გამო. მარტოხელებს მოგინდებათ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა. თვის ბოლოსკენ სიტუაცია გამოსწორდება. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. აქტიურად იქნებით დაკავებული მატერიალური საკითხების მოგვარებით, საკუთარი ქონების გადახარისხებით, გაუმჯობესებით. მიიღეთ ვიტამინების კურსი, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მოერიდეთ დაავადების, ვირუსის მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტს. თვის მეორე ნახევრიდან კი მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განვითარება. მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება. შეიძლება თქვენთვის საინტერესო კურსებზეც კი ჩაეწეროთ. ამასთანავე, მოგინდებათ სამყაროსთვის თქვენი თავის წარდგენა, თქვენი ნიჭის სახალხოდ გამოვლენა.

კირჩხიბი
თვის დასაწყისში რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და შეიძლება ახალ სიყვარულს ან მეგობრების წრეში შეხვდეთ, ან მეგობრების დახმარებით. აი, თვის ბოლოს კი მეტად გულჩათხრობილი გახდებით და პირად გრძნობებზე საუბარი აღარ მოგინდებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ფარული რომანი გააბათ. გირჩევთ, თქვენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანოთ და არავის მოუყვეთ თქვენი სასიყვარულო თავგადასავლების, პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგი შეიძლება ახლა გაწევრიანდეთ რაღაც ინტერესთა ჯგუფებში ან მეგობრებთან ერთად დაიწყოთ მუშაობა. გამონახეთ დრო სპორტისთვის, აიყოლიეთ მეგობრები. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მჭრელ და ბასრ საგნებთან, ცეცხლთან.

ლომი
რომანტიკული ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავლები მოიმატებს. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ თქვენს კოლეგასთან ან ადამიანთან, ვინც თანამდებობით ან ასაკით თქვენზე უფროსი იქნება. იყავით დაკვირვებული, რომ სასიყვარულო თავგადასავლებს აყოლილმა არ შეილახოთ რეპუტაცია და არ შეირცხვინოთ სახელი. მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა, დაწინაურება. ზოგიერთმა შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლაც კი გადაწყვიტოთ. იყავით ამბიციური, მაგრამ ნუ შეილახავთ ავტორიტეტს. მაისში კარგად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას და არ გაგიჭირდებათ, რომ უხელმძღვანელოთ დიდი რაოდენობის ადამიანებს. შეიძლება საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც კი გაწევრდეთ, რათა სხვებს დაეხმაროთ. კარგი იქნება, თუ დილაობით ვარჯიშს დაიწყებთ. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ ტრავმებს.

ქალწული
მთელი თვის განმავლობაში დაინტერესებული იქნებით უცხოელებით, უცხო კულტურით. შეიძლება უცხო ენის შესწავლაც გადაწყვიტოთ. გამორიცხული არაა, სამსახურში გააბათ რომანი ან გაიცნოთ თქვენზე მეტად წარმატებული ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთს კი შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერაში წარმატების მისაღწევად. შეყვარებულებმა შეიძლება ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტოთ. ქორწინება საზოგადოებაში სოციალურ სტატუსს აგიმაღლებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ კონტრასტული პროდუქტების – ცივი წყლისა და ცხელი სადილის მიღებას. შეამცირეთ ცხიმიანი, ცხარე, ალკოჰოლი.

სასწორი
თვის დასაწყისში დაკვირვებული და აკურატული უნდა იყოთ, რომ არც სასიყვარულო სფერომ დაგაზიანოთ და არც მატერიალურმა თემებმა. მეორე დეკადიდან გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი უცხოურისადმი. შეიძლება მიიღოთ შემოსავალი საზღვარგარეთიდან, გააბათ რომანი უცხოელთან. შეხვდებით საინტერესო ადამიანებს. მოგინდებათ ფილოსოფიურ, რელიგიურ თემებზე მსჯელობა, ჩაღრმავება. გაფრთხილდით, ავანტიურისტებთან არ გააბათ რომანი. გამორიცხული არაა, რომ გაგიტაცოთ ეზოთერიკულმა, ოკულტურმა და სულიერმა მეცნიერებებმა. გაგიმძაფრდებათ სექსუალური ენერგია. შეიძლება გაიჩინოთ ახალი სექსუალური პარტნიორი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. კარგ შედეგს მოგიტანთ სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

მორიელი
თვის დასაწყისში სიყვარულისთვის უნდა მოიცალოთ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, იყოთ რომანტიკული. მარტოხელებმა უნდა გამოავლინოთ ინიციატივა და გაიცნოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ და მრავალფეროვანი გახდება თქვენი სექსუალური ცხოვრება. ზოგიერთის პარტნიორს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა და თქვენც ისარგებლებთ მისი ფულით. ამასთან, თქვენ კატეგორიულად არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში, სასიყვარულო სამკუთხედში ჩართვას. მოგინდებათ ქალაქგარეთ მოგზაურობა, უცხო ენების შესწავლა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი, თვალსაწიერის გაფართოება. მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევას. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნება დაკავშირებულია სტრესთან, გამოუძინებლობასთან. ისწავლეთ მოდუნება.

მშვილდოსანი
მაისის დასაწყისში დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება. შეიცვალეთ სამსახურის გრაფიკი, რათა მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის. სამსახურში იყავით ორიენტირებული საკუთარ წინსვლაზე, საკუთარი თავის სამსახურში, საზოგადოებაში ლამაზად წარმოჩენაზე. ზოგიერთებმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. უკვე შეყვარებულებს კი გაქვთ ყველა რესურსი, რომ დაარეგულიროთ ერთმანეთთან ურთიერთობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ ან საქმეების გამო, ან შინაური ცხოველების საკითხების მოგვარებისას. გაგიჩნდებათ შანსი, რომ მიიღოთ მატერიალური სარგებელი ბიზნეს ან სასიყვარულო პარტნიორებისგან, ბანკისგან, სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ზოგიერთს გაიტაცებს ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, შეიძლება დეტექტივებმაც კი დაგაინტერესოთ ან თავად სცადოთ ჩახლართული სიტუაციის გამოძიება.

თხის რქა
საყვარელი ადამიანი მეტად უნდა გაანებივროთ მზრუნველობით, საჩუქრებით. იყავით მის მიმართ რომანტიკული. დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში. მაისი ის თვეა, როცა ფულის ხარჯვა მოგიწევთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველი გაიჩინოს. დროის გატარება მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან, შვილებთან. შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი მოგეძალებათ. მარტოხელები მზად იქნებით რომანტიკული ნაცნობობისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მეტად მეგობრული გახდებით. გირჩევთ, ენერგია მეორეხარისხოვან საქმეებზე არ დახარჯოთ. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე. ზომიერებას გირჩევთ კვებასა და ალკოჰოლში.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. უფრო თბილი და რომანტიკული გახდებით მის მიმართ. მოგინდებათ რომანტიკული საღამოების მოწყობა. თვის ბოლოსკენ მოიმატებს სასიყვარულო თავგადასავლების, ფლირტის სურვილი. დაწყვილებულებსაც კი მოგინდებათ სიყვარულში ცვლილებები. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. განაახლეთ ოჯახური ტრადიცია ან მოაწყვეთ ოჯახური სადილი და ერთად შეკრიბეთ მთელი ნათესაობა. სამსახურში წვრილ-წვრილი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სამსახურში, კოლეგებთან. შეიძლება სხვების საქმეების შესრულებაც კი მოგიწიოთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეხმიანეთ მკურნალ ექიმს. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა.

თევზები
მაისის დიდ ნაწილს მიმოსვლებში, ნათესავებთან, მეზობლებთან შეხვედრებში გაატარებთ. გახშირდება გადაადგილება ახლო მანძილზე. შუა მაისიდან დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს. შეიძლება ზოგიერთს სახლიდან მოგიწიოთ მუშაობა. შეიძლება გადაწყვიტოთ ბავშვებისთვის შინაურული განათლების მიცემა, ჩართოთ ისინი საოჯახო საქმეებში. თვის დასაწყისში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა უფრო გაასერიოზულოთ და თქვენი შეყვარებული ოჯახის წევრებსაც კი გააცნოთ. შინ მოგინდებათ კომფორტის შექმნა, საოჯახო პირობების გაუმჯობესება. თვის ბოლოს კარგი შანსი გეძლევათ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეტად ჰარმონიული გახადოთ მათთან ურთიერთობა. დაქორწინებულებმა მეუღლეს შინაურული რომანტიკული საღამოები მოუწყვეთ.

გაზიარება55

დაკავშირებული -პოსტები

„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე…“ – მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგასკოლა პატარა მოსწავლეს, ანდრია აბუსელიძეს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ანდრი... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ… და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ...

დაწვრილებითDetails

მტკვარზე ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბრაკონიერობის ორი ფაქტი გამოვლინდა მდინარე მტკვარზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინფორმაციით, კანონდამრღვევები აკრძალული ელექტრო-იარაღით თევზაობდნენ. შედეგად უკანონოდ იყო მოპოვებული 32 კილოგრამზე მეტი თევზი. უწყებისვე ცნობით, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გარემოსდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მასალები, სისხლის...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება . წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მისამართები სადაც წყალმომარაგება შეჩერებულია: წყალმომარაგების შეწყვეტის...

დაწვრილებითDetails

საყურადღებო ინფორმაცია მშობლებს – სიახლე პირველკლასელებისთვის

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ეს...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 4, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლად საკითხების გადაწყვეტა სხვებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. მართალია, სხვების მოსაზრებები არ გაინტერესებთ, მაგრამ სასურველია, გამოიჩინოთ დიპლომატია. კურო დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ მომავალზე, მაგრამ არ...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"