ექიმი არჩილ მარშანია ვაქცინაციის შემდეგ ყველაზე ხშირად დასმული კითხვების მოკლე მიმოხილვას აკეთებს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ დალევა, სიგარეტის მოწევა? ექიმი შემდეგნაირად პასუხობს:
„ალკოჰოლით თრობა ზოგადადაც არ შეიძლება იყოს სასარგებლო, შესაბამისად, ვაქცინის შემდეგ ცხადია ჯობია თავის შეკავება, არა იმიტომ, რომ რამე სასწაული მოხდება, არამედ იმიტომ, რომ ორგანიზმს უკეთესი პირობები ჰქონდეს იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და სავარაუდო გვერდითი მოვლენები თრობის გამო არ გამოგვეპაროს.
სიგარეტს თვითონ აწერია არ მოწიოთო და ექიმმა რანაირად შეიძლება თქვას რომ მოწევა შეიძლება?!“, – წერს მარშანია.










