25 წლის მალელმა ქალმა, ჰალიმა ცისემ 9 ბავშვი გააჩინა. აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიის დროს ექიმები მხოლოდ 7 ბავშვს ხედავდნენ და მუცელში თუ ცხრა ნაყოფი იყო არ იცოდნენ. ჰალიმა ცისემ მაროკოში იმშობიარა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
მალის მთავრობამ ის სპეციალურად გადააფრინა მაროკოში, რათა სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიეღო და ბავშვების დაბადებას რაიმე გართულება არ მოჰყოლოდა.
- ახალშობილებს შორის ხუთი გოგონაა და ოთხი ბიჭი. ბავშვები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ და როგორც მალის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, რის შენდეგაც თავს იჩენს ხოლმე გართულებები და როგორც წესი, ყველა ბავშვს სიცოცხლეს ვერ უნარჩუნებენ. მაროკოს ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ამბობს, რომ მათი ქვეყნის სამშობიაროებს მსგავსი გამოცდილება აქამდე არ ჰქონიათ.
ექიმების თქმით, დედაც და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: BBC.com










