შს მინისტრი აანონსებს, რომ მალე, მალე მოპედებისთვის მართვის მოწმობების აღება გახდება საჭირო. გომელაურის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პარლამენტში მალე დაარეგისტრირებენ კანონპროექტს:
“ამაზე ვმუშაობთ, გეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე, მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედების გადაადგილება. მათი კონტროლი ვერ ხვდება ვიდეოკამერით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე თავისუფლად დადიან და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, სამწუხაროდ…მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და ასევე, მათაც ექნებათ ასაღები მართვის მოწმობები” ამბობს გომელაური










