შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მან აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.
„ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ ავიცერი. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ მინდა ჩემს თანამშრომლებს მივცე მაგალითი და ყველას მოვუწოდო აიცრან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„სინოფარმის“ ვაქცინას მინისტრის შემდეგ შსს-ს თანამშრომლებიც გაიკეთებენ.










