ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.
სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კლინიკური ცდების მიხედვით, სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საშუალოდ 78,1%-ს შეადგენს.
ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) არ გამოუწვევია.
რაც შეეხება, „სინოვაკის“ ვაქცინას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ვაქიცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, სიმპტომატური COVID-19-ის პრევენცია საშუალოდ პაციენტების 67%-ში ხდება, ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირებულია 85%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის საფრთხე 89%-ითაა შემცირებული, ხოლო სიკვდლიანობა 80%-ით.










