მესტიაში გარდაცვლილი ტურისტი ქალი შვეიცარიის მოქალაქეა.
მესტიის მერის განცხადებით, 29 წლისცქალი შვეიცარიის მოქალაქე იყო.
“თხილამურებით იყვნენ ასულები ტურისტები და იქ გადაიჩეხნენ. გოგო გარდაიცვალა და ბიჭი გადარჩა,” – განაცხადა მერმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 112-ში შეტყობინება გულის უღელტეხილიდან შევიდა – ტურისტი მაშველების დახმარებას ითხოვდა. მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს, ხოლო ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი.










